Home 2018-02-21T23:47:51+00:00

ჩვენი სერვისები

ჩვენ კომპანიას გააჩნია სამი ძირითადი მიმართულება:

აუდიტი, იგულისხმება როგორს სტანდარტული ფინანსური აუდიტი ასევე საგადასახადო რისკების შემოწმება რასაც პრაქტიკაში საგადასახადო აუდიტს ეძახიან. ასევე ჩვენი აუდიტორები ფლობენ ლიცენზიას უძრავი ქონების შეფასებისათვის.
იურიდიული მომსახურება, იურიდიულ მომსახურებას ჩვენი კომპანია უწევს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ფირმებს და ჩვენი კომპანია სპეციალიზრებულია კორპორატიულ იურიდიული მომსახურებაზე ანუ იმ პრობლემურ საკითხებში რაც სხვადასხვა ფირმებს და იურიდიულ პირებს წარმოეშობათ საქმიანობისას. ხოლო მესამე ძირითად მომსახურებას წარმოადგენს საბუღალტრო მომსახურება.
საბუღალტრო მომსახურებას ეწევა ცალკე განყოფილება და სხვა მრავალი ბუღალტრული კომპანიებისგან განსხვავებით ჩვენი კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას შესრულებულ სამუშაოზე. ჩვენი კომპანიის ამ სერვისით – საბუღალტრო მომსახურებით სარგებლობს რამოდენიმე ათეული ორგანიზაცია, შესაძლებელია ბუღალტერიის როგორც დისტანციური წარმოება ასევე ადგილზე დამკვეთის ოფისში/საწარმოში.